თბილისში, მზიურის პარკში კაფე “მზიური” გაქურდეს.
ნეტგაზეთსს შსს-ში უთხრეს
, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე –
ქურდობის მუხლით დაიწყო, თუმცა, სხვა დეტალებზე კომენტარი არ
გააკეთეს.
როგორც კაფეს დამფუძნებელი, ანა გოგუაძე ნეტგაზეთთან ყვება, შემთხვევა
დღეს დილით 9-ის ნახევარზე მოხდა.
“კაფეს კარგი არის გატეხილი. შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც დაცვის
თანამშრომლები კაფეს გვერდით, ოდნავ მოშორებით იმყოფებოდნენ. კაფეში 5
მოზარდი შეიჭრა, მათ სცადეს სათვალთვალო კამერების ჩამოხსნა,
რამდენიმე გააფუჭეს, თუმცა, ერთ-ერთმა მაინც შეძლო მათი
დაფიქსირება.
რაც შეეხება ზარალს, წაღებულია ტელეფონი, ლეპტოპი, აიპოდი და 165
ლარი. წაღებული ტექნიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო,” – ამბობს
ანა გოგუაძე.