პარლამენტარს, მოქალაქეების მიღების დღეს, საკრებულოს ოპოზიციონერი ეწვია
მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს, დღეს, 18 თებერვალს მოქალაქეების მიღების დღე აქვს, სადაც ის პირებიც მიიწვია, ვინც ფეისბუქზე „ვეფხვები და ლომები“ არიან.

მაჟორიტართან შეხვედრაზე მარნეულის საკრებულოს წევრი ახმედ იმამკულიევი მივიდა. იმამკულიევი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გაჯიევთან ძირითადად სამი კითხვა ჰქონდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის რომელ პრობლმებზე საუბრობს გაჯიევი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომებზე, რატომ იხარჯება უფრო მეტი ბიუჯეტი 36-ე ოლქში, რომლის წარმომადგენელიც თამაზ ნავერიანია, ვიდრე 35-ე ოლქში, რომლის მაჟორიტარიც რუსლან გაჯიევია და უნდა იყვნენ თუ არა პარლამენტსა და საკრებულოებში ისეთი წევრები, რომლებიც სახელმწიფო ენას არ ფლობენ. სწორედ ეს კითხვები დაუსვა დეღეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა მაჟორიტარ-დეპუტატს.

„ჩემთვის პასუხები იყო ბუნდოვანი, რადგან რუსლან გაჯიევი ამბობს, რომ ისეთი ხალხი (რომლებმაც ქართული არ იციან) არ უნდა მუშაობდნენო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები საკრებულოშიც და პარლამენტშიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას. სწორედ ეს ასახავ გაჯიევის პასუხის რეალობას.“ - ამბობს ახმედ იმამკულიევი

იმამკულიევი აღნიშნავს, რომ გაჯიევმა მის არცერთ კითხვას არ უპასუხა.

რუსლან გაჯიევი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იმამკულიევს მასთან მართლაც ბევრი კითხვა ჰქონდა, მაგრამ მათი შინაარსი შეხვედრის დასრულებიდან 40 წუთის შემდეგ აღარ ახსოვს.

„ყველა კითხვაზე ნორმანული, ჩვეულებრვი პასუხი იყო ჩემი აზრით, არ ვიცი, აღარ მახსოვს ზუსტად.“ - გვითხრა რუსლან გაჯიევმა

გაჯიევი თვლის, რომ საბოლოო ჯამში შეხვედრა ნორმანული გამოვიდა, რადგან იმამკულიევი მარნეულის ოპოზიციური პარტიის ლიდერია და მასთან ერთად პილიტიკური და სოციალური თემებიც განიხილა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები