საბირქენდის სკოლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველდღიურად ალგეთის სკოლაში დადიან. საბირქენდის სკოლა ამორტიზირებულია და მასში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ქენან ომაროვმა თქვა, აღნიშნული სკოლის დემონტაჟისა და შემდგომში მშენებლობის პროცესი 2020 წლიდან დაიწყება. ჯერ-ჯერობით ომაროვი ვერ აკონკრეტებს, თუ როდისთვის დასრულდება სკოლის სამშენებლო სამუშაოები.

საბირქენდის საჯარო სკოლაში სულ 400-მდე მოსწავლე და 54 მასწავლებელია.

რადიო „მარენული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები