404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/19/b7756cb2c13cf8c8fd32a7f27242f69c.jpg" not exists.

„გუშინ მთხოვა, რომ გადმომირიცხე, მჭირდებაო და გადავურიცხე“ - ნავერიანი „წყვილების დახმარების ცენტრში“ გაკეთებული შენატანის შესახებ
„გუშინ მთხოვა, რომ გადმომირიცხე, მჭირდებაო და გადავურიცხე“ - ასე გვიპასუხა მარნეულელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა კითხვაზე, თუ რატომ გადარიცხა 500 ლარი პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ემზარ კვიციანის მიერ შექმნილ „წყვილების დახმარების ცენტრში“.

თამაზ ნავერიანი ამბობს, რომ მან თანხა მხოლოდ მას შემდეგ გადარიცხა, როდესაც კვიციანმა ფონდის შესახებ ინფორმაცია წერილობით აცნობა.

„გადავურიცხე იმიტომ, რომ იქ იყო საუბარი ახალ დაოჯახებულებზე, რომ საჭიროა მათი წახალისება და ჩვეენს ქვეყანაში შეიქმნა ესეთი პრეცენდენტი“ - ამბობს თამაზ ნავერიანი

მარნეულელი მაჟორიტრი მეორე დეპუტატია, ვინც კვიციანის მიერ შექმნილ ფონდში შენატანი გააკეთა. პირველი შენატანი, 43 ლარი, თავად ემზარ კვიციანმა გააკეთა. საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კვიციანი წერს, რომ ყოველთვიურად ხელფასის 2 პროცენტი „წყვილების დახმარების ცენტრში“ ატომატურად გადაირიცხება.

რადი
ო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები