თბილისში ორი ადამიანი, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად დაიღუპა
თბილისში, კნოლევის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ქალი და კაცი დაიღუპნენ. მომხდარის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვაა .

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, შეტყობინება “ყაზტრანსგაზში” ღამით შევიდა. კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, სახლში ღია წვის კამერის მქონე გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული.


“ჩვენს წარმომადგენლებს დახვდათ გარდაცვლილი ორი ადამიანი… არასწორად დამონტაჟებული ღია წვის კამერის მქონე გამათბობელი “ნიკალა”, რომელიც იყო ჩართულ მდგომარეობაში”, – უთხრა ტელეარხს “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენელმა გიორგი ლეფსვერიძემ.

როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, გამოძიება უკვე დაიწყო 240-ე მუხლის მესამე ნაწილით. აღნიშნული გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები