მარნეულელი ახალგაზრდების 5 პროექტი „ახალგაზრდულმა იდეამ“ დააფინანსა
„მარეულის ახალგაზრდულმა იდეამ“ დღეს, 1 მარტს, ჩეკების გადაცემის ცერემონია ჩააატარა.

ცერემონია იმის დასტურის, რომ ახალგაზრდების მიერ დაწერილი 5 პროექტი დაფინანსდა, რომელების მარტის ბოლომდე განხორციელდება.

როგორც ჩვენთან საუბრისას „მარნეულის ახალგაზრდული იდეის“ წევრმა ილგამა ყურბანოვამ თქვა, პროექტის მიზანი ახალგაზრდების განვითარება და კვლეის შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაა.

„ამ პროექტის განხორციელებით დაფინანსებული პროექტების ავტორებს მიეცემათ გამოცდილება, რაც მათ სამომავლოდ აციებლად დაეხმარება ცხორებაში წინსვლისათვის.“ - თქვა ილგამა ყურბანოვამ

„მარნეულის ახალგაზრდულმა იდეამ“ კვლევის შედეეგად 3 ძირითადი პრობლემა განსაზღვრა. გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ცხოველთა დაცვა, სწორე ესაა ის სამი საკითხი, რომელზეც მარნეულელ ახალგაზრდებს პროექტების დაწერა შეეძლოთ. ილგამა ყურბანოვა ამბობს, რომ წელს, ახალგაზრდებმა 18 საპროექტო წინადადება წარადგინეს, რაც საკმაოდ კარგია, მაგრამ ორგანიზაციის წევრებმა მათგან 5 საუკეთესო შეარჩიეს.

5 საუკეთესო პროექტის ავტორები მარნეულის სოფლებში ულაშლოში, მარადისში, შულავერსა და კასუმლოში მცხოვრები ახალგაზრდები არიან.

მარი პაქსაძე სოფელ მარადისიდანაა, მან და მისიმა მეგობრებმა პროექტის დაწერა სოფელში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით გადაწყვიტეს და ახლა სპორტული ინვენტარის შეძენას აპირებენ.

„ვფქრობ, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯანსსაღი ცხოვრები წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და ამ სპორტული ინვენტარით ისარგებლებენ სკოლის მოსწავლეებიც და სოფლის მოსახლეობაც.“ - თქვა მარი პაქსაძემ

დღევანდელ შეხვედრას „მარნეულის ახალგაზრდული იდეის“ წევრებთან ერთად გორის, გარდაბანის, ბოლნისისა და წალკის ახალგაზრდული იდეის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც კომიტეტების მიერ განხორციელებული აქტიობების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს მასშტაბით „ახალგაზდული იდეის“ 25 კომიტეტი ფუნქციონირებს, თითოელი მათგანი წელიწადში ერთხელ საპროექტო წინადადებების მიღებას აცხადებს, რომელთა ღირებულება 800 ლარს არ აჭარბებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები