2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მეტად დაისვენეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟმი. ნუ გადაიტვირთებით მძიმე პროდუქტებით, უსიამოვნო ფიქრებით
.

კურო
სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, დაფიქრდით. ეცადეთ, არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება, ნუ ეცდებით გარშემო მყოფების პრობლემების მოგვარებას.

ტყუპი
სხვადასხვა ვალდებულებას მარტივად გაართმევთ თავს. მკაცრი შეზღუდვები და ცერემონიები დაგღლით. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
შედგენილი გეგმით იმოქმედეთ. ზედმეტად მგრძნობიარე ხართ და ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები. საღამოს მოიმატებს აქტიურობა, მკვეთრი ცვლილებები გელით.

ლომი
მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება განმარტოებით გირჩევნიათ. ზოგიერთი შეიძლება საკუთარ თავშიც ჩაიკეტოს. საღამოს განწყობა და მხიარულება დაგიბრუნდებათ.

ქალწული
პირადი ინტერესები ყველაფერზე წინ დააყენეთ. მხოლოდ გავლენიან და ასაკიან ადამიანებს დაუმეგობრდით. საღამოს შეიძლება შეგეცვალოთ გემოვნება, სიუჟეტი მოულოდნელად განვითარდეს.

სასწორი
მოზომილი ნაბიჯები გადადგით, ნუ ეცდებით საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას. საღამოს შეიძლება გააქტიურდეს პარტნიორი, კონკურენტი, მეგობარი. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას.

მორიელი
ნუ შეიქმნით პრობლემებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. შეიძლება მოულოდნელი ფინალით დასრულდეს წვეულება. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეტ საოჯახო საქმეებს. დღის ბოლოს შეიცვალეთ გარემო, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ჩაიწერეთ ის ორიგინალური იდეები, რომლებიც თავში მოგივათ.

თხის რქა
მშვიდი, სტაბილური დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, უფროს ნათესავებთან, მეგობრებთან შეხვედრას. კონფლიქტისას ნუ დაკარგავთ თვითკონტროლს.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ მთლიან თანხას დღესვე ნუ დახარჯავთ. სიახლეების, ინფორმაციის მიღების და განწყობის ცვლილების დღეა. საღამოს ინტერნეტით შეეხმიანეთ მეგობრებს ან ეწვიეთ მათ.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ დაუსრულებელ საქმეებსა და ფინანსური საკითხების მოგვარებას. ნუ გაართულებთ ურთიერობას გარშემო მყოფებთან. აჩქარებით პრობლემებს ვერ მოაგვარებთ, უფრო მოიმატებთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები