მაჟორიტარის ინიციატივით რუსთავში 1000 აივანზე ყვავილებით სავსე ქოთნები განთავსდებ
რუსთავის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის გიორგი ბეგაძის ინიციატივით, რუსთავში 1000 აივანზე ყვავილებით სავსე ქოთნები განთავსდება. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბეგაძემ 1000 ქოთანი და 10 000 ყვავილი თამარ მეფის მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე კორპუსების აივნებზე განსათავსებლად, რუსთაველებს საჩუქრად გადასცა.

„აქცია დედის დღეს დაიწყო და 8 მარტამდე გზისპირა კორპუსების 1000 ოჯახი ყვავილებით სავსე ქოთანს მიიღებს. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ რუსთაველებს გვეცხოვრა ისეთ ქალაქში, სადაც აივნებს ყვავილებით სავსე ქოთნები დაამშვენებდა. ვფიქრობ, ეს უამრავი რუსთაველის სურვილიცაა. ჩემი მიზანია, ერთად ვიზრუნოთ რუსთავის სილამაზეზე.“ – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

მისივე ინფორმაციით, ინიციატივას საწარმო “აზოტი” და ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები შეუერთდნენ.


Print ელ. ფოსტა
თეგები: რუსთავი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები