„ყოველ წუთს აჩერებენ მარშუტკები. როდესაც ეცოდინება ხალხს თუ სად უნდა დაელოდოს, სწორედ იქ დაელოდებიან“ - მოქალაქე გაჩერებების არარსებობაზე
მუნიციპალური თუ კერძო ტრანსპორტის ლოდინი შესაძლოა დამღლელი და დროში გაწელილი პროცესი იყოს, მაგრამ არა უფრო დამღლელი და დროში გაწელილია მგზავრობა. სამარშრუტო ტაქსები ყოველი ფეხის ნაბიჯზე აჩერებენ, რათა მგზავერები აიყვანონ. სწორედ ამიტომ, გზა რომლის გავლაც 20 წუთშია შესაძლებელი, თითქმის ერთ საათიან მგზავრობაში გადადის.

სამარშუტო ტქსების ხშირად გაჩერების მიზეზი გაჩერებების მოუწესრიგებლობაა. მარნეულში სულ რამოდენიმე გაჩერებაა მოწყობილი, მაგრამ მათი უმეტესობა დაზიანებულია და ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა მათ არც იყენებს.

„გაჩერებები აუცილებელია, რადგან გაჩერებებზე უნდა აჩერებდნენ მარშუტკები და არა ყველგან. აჩერებს ყველგან, რადგან შესაბამისი ადგილები მოწყობილი არაა“ - ამბობს მარნეულელი ახალგაზრდა

„ჩემი აზრით უნდა იყოს, იმიტომ, რომ ყოველ წუთს აჩერებენ მაშუტკები. როდესაც ეცოდინება ხალხს თუ სად უნდა დაელოდოს, სწორედ იქ დაელოდებიან და ყველა ერთად ავა. ვფიქრობ, რომ ასე უფორ სწრაფადაც ვიმგზავრებთ და მარშუტკებიც მხოლოდ საათში ერთხელ არ მოვლენ.“ - გვითხრა მარნეულელმა გოგომ

ერთ-ერთი გაჩერება მარნეულში მე-5 სკოლის წინ მდებარეობს. შესაძლოა ითქვას, რომ ეს გაჩერება ყველაზე ხალხმრავალია, მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლიდან, მოსახლეობა კი ბაზრობიდან სწორედ ამ ადგილას იყრის თავს.




გაჩ
ერებაზე სკამები ჩატეხილია და მოსახლეობას ლოდინი რკინის ღობეზე უწევს.



როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ გვითხრა, მერია აღნიშნულ საკითხთან დაკავირებით მუშაობს, მაგრამ ამ დროისათვის კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.

ამ ეტაპზე რადიო „მარნეულისა“ და მოსახლეობისათვის კვლავ უცნობი რჩება მოწესგდება თუ არა მარნეულში გაჩჩერებების სისტემა.


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები