ძალიან მარტივად მოსამზადებელი ცომი, უგემრიელესი ხაჭაპურისთვის
ხაჭაპური მაწვნის ცომით
ძალიან მარტივად მოსამზადებელი ცომი, უგემრიელესი ხაჭაპურისთვის
.

ინგრედიენტები
ფქვილი - რასაც შეიზელს
მარილი - 1/4 ჩკ
სოდა - 1 ჩ/კ
მაწონი - 1 ქილა
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი ან მარგარინი - 250 გრ
გულსართი
ნაკლებმარილიანი ყველი - 1 კგ



მომზადების წესები
1. მოვათავსოთ ჯამში 2 კვერცხი, 250 გრ დარბილებული კარაქი ან მარგარინი, 1 ქილა მაწონი 1 ჩკ სოდით, შევურიოთ ერთმანეთს და უმაღლესი ხარისხის ფქვილით მოვზილოთ სქელი ცომი. ცომი უნდა ვზილოთ დიდხანს, სანამ ხელიდან იოლად არ მოგვეცლება. შევდგათ მაცივარში 1 საათით

2. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან, გავაბრტყელოთ ჯოხით, ჩავდოთ ყველის გულსართი და გამოვაცხოთ ღუმელში ან ტაფაზე.





წყარო: გემრიელი
Print ელ. ფოსტა
თეგები: ხაჭაპური
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები