დასუფთავეების სამსახურის თანამშრომლებს 8 მარტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მიულოცეს
დასუფთავების სამსახხურის თანამშრომლები მუშაობას ყოვლედღიურად დილის 4-5 საათიდან იწყებენ და სანამ ქალაქს სძინავს, მას წინა დღით დატოვეებული ნარჩენებისაგან ასუფთავებენ.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ ქალებს 8 მარტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მიულოცეს. პარტიის მარნეულის შტაბის ხელმძღვანელმა ახმედ იმამკულიევმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი იმ ადამიანებისათვის პატივის ცემა იყო, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენზე ზრუნავენ.

„ის ხალხი ღამის 4 საათზე მუშაობენ, ასუფთავებენ ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქუჩებს და ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სიხარული, რასაც ქვია 8 მარტი, რასაც ამ დღეს აკეთებენ გარეთ, ყველა ერთმანეთს ულოცავს, ქალბატონებს ულოცავენ, მაგრამ სამწუხაროდ წლების განმავლობაში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისათვის არავის არ მიულოცია, ჩვენ გვინდოდა, რომ მათთვის გაგვეზიარებინა ეს სიხარული.“ - ამბობს ახმედ იმამკულიევი

პარტიის წევრებმა ქალებს ყვავილები და ტკბილეული აჩუქეს. იმამკულიევი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების საკითხი არა მარტო 8 მარტს, არამედ ყოველთვის ახსოვს. მისი თქმით, არნიშნულ სამსახურში დასაქმებული ადამიანების საკითხი საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისასაც განიხილა და წინადადებით შევიდა, რომ მათი ხელფასები გაზრდილიყო.




რადიო
"მარნეული"


Print