სიახლე
ევროკავშირის ელჩმა მარნეეულის ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს სანაგვე კონტეინერები გადასცა
მარნეულის კომპოსტირების საწარმოს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ეწვია. ვიზიტის დროს ელჩმა მარნეულის კომპოსტირების საწარმოს გადასცა 30-ზე მეტი 1,100 ლიტრიანი კონტეინერი მარნეულის სხვადასხვა ადგილებში განსათავსებლად. აგრეთვე, შეძენილ იქნა 12 ლიტრიანი 120 კონტეინერი, რომლებიც დარიგდება სამიზნე ოჯახებსა და საბავშვო ბაღებში სამზარეულოს მწვანე ნარჩენების შესაგროვებლად.

ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტურ პროექტს იწყებენ, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად კომპოსტირების საწარმო დაათვალიერეს საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა.

პილოტური პროექტი აჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი სათბური ეფექტის მქონე აირების ნაგავსაყრელებზე წარმოქმნის შემცირება და იმ მწვანე ნარჩენების გამოყენება, რაც რეგიონული ნაგავსაყრელების მოცულობის 50%-ს იკავებს.

ვიზიტის დროს კარლ ჰარცელმა ნარჩენების მართვაში ევროკავშირის გამოცდილებას გაუსვა ხაზი.

„ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის საკითხებში, რომლის მნიშვნელოვან შემადგენელს ნარჩენების მართვა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საკუთარი გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ პილოტური პროექტის საშუალებით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საქართველოში არსებობს ნარჩენების უკეთესად მართვის და მწვანე ნარჩენების სასარგებლო კომპოსტად გადაქცევის შესაძლებლობები“, - თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში

მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტურ პროექტი მნიშვნელოვნად შეაფასა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისათვის ნარჩენების მართვა და გარემოს დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა.

პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, დიდი ზომის კონტეინერები დაიდგა საცხოვრებელ უბნებში და რამდენიმე საბავშვო ბაღში, ხოლო მცირე ზომის სამზარეულოს კონტეინერები დარიგდა სამიზნე ოჯახებსა და შერჩეულ საბავშვო ბაღებში. აამავე დროს გაიმართა საინფორაციო შეხვედრა მოსარგებლე მხარეებთან, რომლის დროსაც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებმა მწვანე ნარჩენების შეგროვების მიზანი და მეთოდი განმარტეს.

პილოტური პროექტი მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარნეულის კომპოსტირების საწარმოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას.

რადიო „მარნეული“



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე
 სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის
დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და
ყველასთვისაა გათვალისწინებული
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და ყველასთვისაა გათვალისწინებული

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების
მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის
სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.


მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა
დაფიქსირდა.

მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას