მარნეულის „კულტურის ცენტრი“ ახალ პროექტ „ინტერმედიას“ იწყებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“ ახალ პროექტ „ინტერმედიას“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია „კულტურს ცენტრის“ ფეისბუქ გვედზე ვრცელდება.

პროექტში მარნეულის მუნიციპალიტეტის 10 სკოლა იქნება ჩართული. სკოლები ქვეყნების, მათი კულტურისა და ტრადიციების შესახებ 20 წუთიან იუმორისტულ-შემეცნებით-მუსიკალურ სცენურ წარმოდგენენ.

ინტერმედიას აქვს კონკურსის სახე, აფასებს კომპეტენტური ჟიური რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. სკოლებს ინტერმედიული წარმოდგენის მოსამზადებლად 2 თვიანი ვადა მიეცემათ.

როგორც მარნეულის „კულტურის ცენტრის“ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, კონკურსს ყოველწლიური ხასიათი ექნება და მასში გამარჯვებულ სკოლას გარდამავალი თასი გადაეცემა.

გთავაზობთ პროექტში მონაწილე სკოლების ჩამონათვალს:

მარნეულის 1-ლი საჯარო სკოლა

მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა

მარნეულის მე-5 საჯარო სკოლა

მარნეულის მე-6 საჯარო სკოლა

სოფელ თამარისის საჯარო სკოლა

სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა

სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლა

სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა

სოფელ შაუმიანის საჯარო სკოლა

სოფელ ალგეთის 1-ლი საჯარო სკოლა

რადიო „მარნეული“


Print