თბილისში კიდევ რამდენიმე ქუჩა გამოიყოფა, სადაც
მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.
ამ ქუჩათა რაოდენობა დაახლოებით 12-ია. აღნიშნული საკითხი დედაქალაქის
მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად ხვალ გავა.
„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ 12 ქუჩას შორის - წერეთლის, თამარ
მეფის, ქეთევან წამებულისა და რობაქიძის გამზირებიც მოიაზრება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან თბილისში უკვე განსაზღვრულია 14 ქუჩა,
სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი
ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეუძლიათ. ეს 14 ქუჩაა:
ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით
აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირები, მერაბ
კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას,
პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩა, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანი და
კახეთის გზატკეცილი