მარნეულშ მერის არჩევნები შესაძლოა 19 მაისს გაიმართოს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს გაიმართება. სწორედ ამ დღეს ჩატარდება მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულში, რადგან ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა სასამართლო პროცესების მიმდინარეობის გამო მარნეულის მერის სტატუსზე უარი თქვა.

ამის შესახებ ინფნორმაცია 20 მარტის გამართულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ცესკო გეგმავს, 19 მაისს ჩაატაროს მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

„სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ვადები. მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ეს ორივე არჩევნები, ასევე უნდა გაიმართოს მაისის თვეში, თუმცა მათი დანიშვნის თარიღი და შესაბამისი ვადები არის განსხვავებული. ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს, რომ მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, ანუ 19 მაისს,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ

20 მარტს გამართულ სხდომაზე ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევენბის თარიღი განსაზღვრა. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები N1 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართეაბ, რადგან სწორედ ამ ოლქის მაჟორიტარი იყო სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად გახდომამდე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები