მარნეულის მერია 1 570 457 ლარს აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაში დახარჯავს
მარნეულის მერიამ სოფელ აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს
დამაკავშირებელი
გზის
სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის 1 570 457 ლარიანი ტენდერი
გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიხედვით, სარეაბილიტაციო გზა მრავალი წლის
განმავლობაში მოხრეშილი და დატკეპნილი იყო. აღნიშნული გზის საფარი
მოიხსნება და საერთო ჯამში 21 670 მ/კვ ფართობზე ასფალტის გზა
დაიგება. ასფალტის გზა არა მხოლოდ სავალ ნაწილზე არამედ გზის
მიერთებებსა და ეზოების შესასვლელებამდეც დაიგება. რეაბილიტირებული
სავალი გზის ფართობი 18 685 მ/კვ, მიერთებების ფართობი 1 785 მ/კვ,
ხოლო ეზოებში შესასვლელი გზის ფართობი 1 200 მ/კვ იქნება.
მარნეულის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ტენდერი 21 მარტს გამოაცხადა.
მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 6-დან
11 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ.
სატენდერო წინადადების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ
აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.
რადიო „მარნეული“