გლდანში ქალი ჯერ გაკოჭეს, შემდეგ კი გაძარცვეს
არსებული ინფორმაციით, გლდანში, უცნობმა პირებმა
ქალი ჯერ გაკოჭეს, შემდეგ კი გაძარცვეს. შემთხვევა მე-6 მიკრო რაიონში
მოხდა. გავრცელებული ცნობით, ქალს თავს სამი პირი
დაესხა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. ტარდება აქტიური
საგამოძიებო მოქმედებები.