ახალქალაქთან ახლოს, სოფელ ბავრასთან სალოცავი
დაარბიეს. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.
უწყების თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, გამოძიება კი საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ან ძეგლის
დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან
თავისუფლების ორ წლამდე აღკვეთით ისჯება.
ადგილობრივი გამოცემა JNEWS წერს, რომ სალოცავში დაზიანებულია ყველა
ხატი, ზოგიერთი მათგანი კი იატაკზეა მიმოყრილი. შსს-ს საქმეზე
ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.