სარფში დააკავეს პირი, რომელიც თურქეთში 1139 ცალი მაჯის საათის მალულად გადატანას ცდილობდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე დააკავეს პირი, რომელიც ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით ცდილობდა საქართველოდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული 1 139 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება 17 199 ლარს შეადგენს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.



Print ელ. ფოსტა
თეგები: კრიმინალი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები