შავმა ზღვამ რუმინეთში ათეულობით კილო კოკაინი გამორიყა
რუმინელი სამართალდამცავები შავი ზღვის სანაპიროზე ძებნის მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ. აქ პოლიციამ უკვე იპოვა რამდენიმე შეკვრა კოკაინი, რომლის წონა 130 კგ-ს აღწევს. ძებნის ოპერაციაში 300 სამართალდამცავი და სანაპირო დაცვის 14 ხომალდია ჩართული. წერს "ნეტგაზეთი"  BBC -ზე დაყრდნობით.

პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, თუ რაიმე პაკეტს იპოვიან სანაპიროზე, დაუყონებლივ აცნობონ სამართალდამცავებს და თავიანთთვის არ შეინახონ.

ვარაუდობენ, რომ სანაპიროზე გამორიყული კოკაინი არის 2 კვირის წინ მიტოვებული გემიდან, რომელზეც ასევე იპოვეს 1 ტონამდე კოკაინი. საქმეზე სერბეთის 2 მოქალაქე დააკავეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუმინეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკს პოულობენ. BBC-ის ცნობით, ამ მარშრუტს სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში ნარკოტიკის ტრანზიტისთვის აქტიურად იყენებენ.
Print ელ. ფოსტა
თეგები: კოკაინი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები