კრწანისის ქუჩაზე, ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა (ვიდეო)
კრწანისის ქუჩაზე, 31 ნომერი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ავტობუსის მძღოლს ადმინისტრაციული წესების დარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრება.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭი გაუფუჭდა და ამან გამოიწვია მისი ბორდიურზე ავარდნა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print