ავტობანზე, საწვავმზიდზე გაჩენილი ხანძარის დროს მძღოლი დაიღუპა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველების 6 ჯგუფი ხანძარს ორი საათის განმავლობაში ებრძოდა.

ცეცხლი ავტობანზე მოძრავ, მისაბმელიან საწვავმზიდს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეებმა და სამართალდამცავებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე მოძრავი სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print