საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) კვლევის კითხვაზე
"გვეშველება თუ არა რამე" მოსახლეობის 58 პროცენტი ამბობს "დიახ",
ხოლო 27 პროცენტი უარყოფით პასუხს იძლევა. 15-მა პროცენტმა არ იცის ან
უარს ამბობს პასუხზე.
XX
კორუფციაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა —
საქართველოს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC)
2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის
ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო
ცდომილების ზღვარი 2,3 პროცენტის ფარგლებშია.