მოსახლეობის 31%-ს მიაჩნია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის ნაცნობობა მნიშვნელოვანია — TI
15:44 / 12.04.2019
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI)
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 31 პროცენტს მიაჩნია,
რომ
საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
ნაცნობობაა.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 28 პროცენტს მიაჩნია, რომ
საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის განათლებაა საჭირო, ხოლო
პროფესიონალიზმი — 19 პროცენტს. 5-5 პროცენტს მიაჩნია, რომ
დასაქმებისთვის შრომისმოყვარეობა და ნიჭია საჭირო.
კორუფციაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა —
საქართველოს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC)
2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის
ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო
ცდომილების ზღვარი +- 2,3 პროცენტის ფარგლებშია.