მოსახლეობის 59%-ის აზრით, საჯარო მოხელეები თანამდებობას ბოროტად იყენებენ — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59 პროცენტს მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ 4 პროცენტს მიაჩნია, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებული არ არის.





კვლევაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა 36 პროცენტის აზრით, პირადი მიზნების მისაღწევად საჯარო მოხელეებში თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. 33 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ნაწილობრივ არის გავრცელებული.



კორუფციაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2,3 პროცენტის ფარგლებშია.

წყარო: On
Print