მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელსაც
მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მდინარე მტკვარში
გუშინ ღამე იპოვნეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში
განუცხადეს, მამაკაცის ცხედარი გუშინ ღამით პროზექტურაში გადაასვენეს.
მათივე ცნობით, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით 115-ე მუხლით
დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მოქალაქემ 112-ის
სამსახურს შეატყობინა, რომ თბილისში, მეტეხის ხიდიდან ახალგაზრდა
მამაკაცი მტკვარში გადახტა. მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოებს
სამაშველო სამსახური ახორციელებდა.