პოლიციამ თბილისში „ლიბერთი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის
პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,
1989
წელს დაბადებული ი.გ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში
დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.
„პოლიციამ ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი
„ლიბერთი ბანკის“ ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის
მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს“, -
აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.