„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა (ვიდეო)
10:47 / 17.04.2019
„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან სამი მუშა
ჩამოვარდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა
სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება. შემთხვევაზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
სამი დაშავებულიდან ორი „ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, ერთი კი
ინგოროყვას კლინიკაში.