სიახლე
თბილისში საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო
თბილისის მერიამ, დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს.

მერიის თანახმად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან უკვე შეთანხმდა ის ადგილები, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რომელიც დემონტაჟის პროცესს შარტავას ქუჩაზე აკვირდებოდა, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა ქვეითთა გადაადგილებისთვის უკვე მომზადებულია.

“დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ”, – აცხადებს კალაძე. კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს
უწყების თანახმად, საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი, რომელიც კომპანია “მეტეხი2008”-ის მიერ ხორციელდება და 307 805 ლარი ჯდება, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.


თბილისის მერმა საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა. კახა კალაძე აცხადებდა, რომ ხიდებზე ასვლა-ჩამოსვლა მოუხერხებელია, არ არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის, ზოგიერთი კი საერთოდაც უფუნქციოა.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე
მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი
იპოვეს.
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა
ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს
“მთავარი არხი” ჰქვია.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს “მთავარი არხი” ჰქვია.
ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი
გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ
სამრეკლოში უბედურ შემთხვევის 62 წლის ასაკის მამაკაცი
ემსხვერპლა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში უბედურ შემთხვევის 62 წლის ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გურიის
პოლიციის დეპარტამენტში დღეს, 16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთის
საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება,
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტში დღეს, 16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს
თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა,
სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” ევაკუაცია
მოხდა.
სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” ევაკუაცია მოხდა.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“
აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან
აცნობეს.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.