საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო
გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე კმ93-კმ99 გზის წმენდის
სამუშაოები დაწყებულია.
უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, წმენდა ჯერ ვერ ხერხდება გზის
მეორე ნაწილზე – კმ100-კმ104 მონაკვეთზე.
გზის დარჩენილ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების
რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს
ვადებში აღდგება.
გუდაური-კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გუშინ დილით,
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა.