არგენტინის ჩრდილო-დასავლეთში
მდებარე ისჩიგუალასტოს პარკში დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც
სავარაუდოდ 220 მილიონი წლისაა. ამის შესახებ გამოცემა PHYS-ი
წერს.
ადგილზე, სადაც ნეშტის ფრაგმენტები იპოვეს, სავარაუდოდ წყარო იყო,
სადაც რეპტილიები წყლის დასალევად ჩადიოდნენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეშტი დიცინოდონტის სახეობის დინოზავრს
ეკუთვნის, რომელიც გიგანტური ძუძუმწოვრების წინაპრად ითვლება.