თბილისში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,
სამართალდამცავებმა დღეს, 15 მაისს, 2001 და 2002 წელს
დაბადებული
არასრულწლოვნები ქურდობის მცდელობის ბრალდებით
დააკავეს.
სამართალდამცავების ცნობით, ბრალდებულებმა, თბილისში ჭავჭავაძის
გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის შუშის კარი ჩაამსხვრიეს
და მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები
იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიაში, სტენდებზე განთავსებული
ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ქურდობის მცდელობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გაავრცელა მაღაზია
“აიპლუსმა”. არასრულწლოვნებმა სწორედ ამ მაღაზიის გაქურდვა
სცადეს.