სიახლე
თბილისში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა დღეს, 15 მაისს, 2001 და 2002 წელს დაბადებული არასრულწლოვნები ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცავების ცნობით, ბრალდებულებმა, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის შუშის კარი ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიაში, სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქურდობის მცდელობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გაავრცელა მაღაზია “აიპლუსმა”. არასრულწლოვნებმა სწორედ ამ მაღაზიის გაქურდვა სცადეს.

წყარო: ნეთგაზეთი
| Print |