ლაგოდეხში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაგოდეხში 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც 16 წლის არასრულწლოვანი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და მისგან 31 მაისს ბავშვი გააჩინა. გოგოს გაუპატიურების შესახებ მასალა სააგენტო „რეგინფომ“ 5 ივნისს გამოაქვეყნა. სიჩუმის სანაცვლოდ მსხვერპლს მოძალადის 14 წლის შვილზე დანიშვნას სთავაზობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა.

არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა. პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ი. ბ. ახალდაბადებული ბავშვის მამაა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: reginfo.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები