სიახლე
ბავშვობის ოცნება - დღევანდელი პროფესია
თიკომ მარნეულის რადიოს არსებობის შესახებ სრულიად შემთხვევით მეგობრისგან გაიგო. იმ დღიდან უკვე 3 წელი გავიდა და იგი დღეს მარნეულის რადიოს გამორჩეული ჟურნალისტია, ჟურნალისტურ კონკურსებში მონაწილეობას იღებს, მარნეულში მომხადარ ყოველდღურ ამბებსა და მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს აშუქებს.

„თავიდან რადიოში მუშაობა არ მეგონა ისეთი რთული, როგორიც შემდეგ აღმოჩნდა. როდესაც რეალობა დავინახე, მივხვდი თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რთულიცაა ამ რეგიონში ჟურნალისტად მუშობა“, - ამბობს თიკო დავაძე.

თიკო დავაძე 23 წლისაა და მარნეულის სოფელ საიმერლოში ცხოვრობს. თიკომ შარშან ბაკალავრის ხარისხი მიიღო ინგლისურ ფილოლოგიაში, თუმცა იგი უკვე სტუდენტობის პერიოდიდანვე იყო დაუფლებული საყვარელ პროფესიას. როგორც თვითონ აღნიშნავს, რადიო მარნეული, სადაც საკუთარ პროფესიას დაეუფლა, მისთვის ის თავისუფალი სივრცეა, სადაც არანაირი ბარიერი არ არსებობს.

თიკოს თქმით, მან რადიოში მუშაობა მეორე კურსზე სწავლის პერიოდში დაიწყო. უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად, მეორე პროფესიის - ამჯერად საყვარელი პროფესიის - ღრმად შესწავლა საკმაოდ რთულიც აღმოჩნდა.

„კარგად მახსოვს მუშაობის, უფრო სწორად სწვალის პირველი ორი თვე. საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო. რადიოში როდესაც ვსწავლობდი პრობლემების გაშუქებას, მოსახლეობის საჭიროებებზე მუშაობას, რაც დაკავშირებული იყო ხელისუფლების მუშაობასთანაც, არ იყო იოლად გადასალახი. მშობლებთან მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, შენი გოგო ხელისუფლებას აკრიტიკებს, ასე არ შეიძლებაო. მეც განვიცდიდი ამას, სანამ მივხდებოდი ნამდვილი ჟურნალისტიკის არსს“, - ამბობს თიკო.

თიკო ასევე ჰყვება, რომ მიუხედავად აქტიური სკოლის პერიოდისა, სოფელში თემისთვის მუშაობის ან ცვლილებისთვის არც ერთი პროექტი არ იყო. უმაღლესში ჩაბარების შემდეგ კი, დროის ძირითად ნაწილს თბილისში ან საიმერლო-თბილისის გზაზე ატარებდა. აქტიურად მუშაობის შანსი კი მან ზუტად რადიოში მუშაობის დაწყების შემდგომ მოიპოვა.

„ზუსტად რადიოში განვივითარე კრიტიკული აზროვნების უნარი და ჯანსაღი კონკურენცია. რომ არა რადიო, ალბათ ჩემს რეგიონს ასე ახლოდან ვერ შევისწავლიდი“.

„რეგიონში, სადაც ვმუშაობ, არ არის ადვილი მუშაობა. მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი ენის ბარიერია. მოსახლეობის ცნობიერება ბევრ საკითხთან დაკავშირებით არაა მაღალი, პრობლემურია ისიც, რომ მედიასაშუალებების მიმართ ნდობა არაა - ესეც გამოწვევაა. ზუსტად ამიტომ, ბევრი ძალისხმევა მიწევს იმისათვის, რომ პრობლემაზე ვისაუბროთ“,
- ამბობს თიკო.

როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტი ჰყვება, მარნეული ის ადგილია, რომელიც სპეციფიკურ მიდგომას და ფრთხილ მუშაობას ითხოვს, რადგან ქალაქი თავისი მრავალფეროვნებით და მრავალეთნიკურობით ბევრი სხვადასხვა პრობლემით გამოირჩევა, რაზეც მუშაობა ორ ენაზე საკმაოდ დიდ გამოწვევასაც წარმოადგენს.

„ზოგადად, ერთფეროვნება მალე მბეზრდება და ჟურნალისტიკა არ მაძლევს ერთფეროვნების საშუალებას“, - ამბობს თიკო.

თიკო სამომავლოდ ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობას განაგრძობს. იგი მაგისტრატურასაც ჟურნალისტიკის მიმართულებით გაარძელებს და საყვარელ პროფესიაში მეტად აქტიურად იმუშავებს.


ავტორი შალალა ამირჯანოვა - "ფანჯარა" არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" პროექტის ფარგლებში
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
18 ივლისს, მარნეულის
მერიაში გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე იმსჯელეს.
18 ივლისს, მარნეულის მერიაში გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე იმსჯელეს.
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს, 19 ივლისს,
ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს, 19 ივლისს, ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ირაკლი
ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხვალ თბილისის საქალაქო
სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით,
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი
მოაწერა საკანონმდებლო რეგულაციას,
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო რეგულაციას,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის
აღებაში დახმარების ფაქტზე,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე,
საჯარო რეესტრმა ახლად დარეგისტრირებული
მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის
დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია
დაარეგისტრირა.
საჯარო რეესტრმა ახლად დარეგისტრირებული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტის, თამთა
მურადაშვილის თქმით, ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას უსაფუძვლოდ ვერ
გაათავისუფლებს,
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას უსაფუძვლოდ ვერ გაათავისუფლებს,