თბილისში, გურამიშვილზე 2 ადამიანი მოკლეს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, რომ
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ორი ადამიანი მოკლეს.
შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია
სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ
გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის
მიმართ.
შსს-ს ცნობითვე, ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები
იმყოფებიან.