ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა
ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან “პიქსელის” შენობამდე მოძრაობა აღდგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდა.

გამთენიისას თბილსერვის ჯგუფმა ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით აღდგა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები