მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა
დღეს, 10 ოქტომბერს, მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე სამჯერ ისროლეს. სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი.

როგორც რადიო „მარნეულს“ „ჯეო ჰოსპიტალში“ განუცხადეს, ორივე ადამიანი წვივის არეშია დაჭრილი. ერთი დაზარალებულს ოპერაცია ამ დრომდე უტარდება, ხოლო მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, ფოსტასთან მდებარე „ჩაიხანაში“ მოხდა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ჩაიხანის“ თანამშრომელმა თქვა, შვიდამდე კაცი „ჩაიხანის“ წინ იჯდა და მათ უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირებმა სამჯერ ისროლეს.

რადიო „მარნეული“

გარეკანის ფოტო აღებულია ფუად გახრამანოვის ფეისბუქ გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები