გარდაბნელი მასწავლებელი ადრეულ ასაკში ქორწინების გაპროტესტების გამო დააბულინგეს
გარდაბნელი მასწავლებელი, ნაადრევი ქორწინების
გაპროტესტების გამო, საჯაროდ დააბულინგეს.
ამის
შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გეოგრაფიის მასწავლებელმა
ერთ-ერთი კურსდამთავრებულის გათხოვება გააპროტესტა და გოგონას მამას
შვილისათვის მიცემულუ განათლების გაგრძელების პირობა შეახსენა, სოფლის
მოსახლეობამ ის საჯაროდ გააკრიტიკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენა.
საჯარო ბულინგის ამსახველი ვიდეომასალა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა
გადაიღო და გეოგრაფიის მასწავლებლის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ
ქსელში ატვირთა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მოითხოვს მოსახლეობა
მასწავლებლისაგან საჯარო ბოდიშს. "მთავარი არხის" ინფორმაციით,
ვიდეოში ასევე ჩანს, თუ როგორ გაიწია ერთ-ერთმა პირმა
მასწავლებლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლად, მაგრამ ის
მოსახლეობამ შეაჩერა.
ტელეკომპანიის ცნობით, გეოგრაფიის მასწავლებელი ამჟამად გარდაბნის
პოლიციაში იმყოფება და მისთვის უცნობია თუ რატომ დაიბარეს.