ციფრული "ძიძა"- ელექტრონული მოწყობილობები ბავშვის ტვინზე ნეგატიურად მოქმედებს
სულ უფრო მეტი მშობელი აძლევს შვილს ნებას თავისუფლად ითამაშონ და მოიხმარონ მობილური ტელეფონები და ტაბლეტები. აშშ-ში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად საშიშია ასეთი ციფრული "ძიძა". ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Focus-ზე დაყრდნობით imedinews-ი ავრცელებს.

ცინცინატის ბავშვთა სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში მოხმარება უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინის თეთრ მატერიაზე, რომელიც წამყვან როლს ასრულებს მეტყველებისა და წერითი უნარების განვითარებაში.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააანალიზეს 2-3 წლის 47 ბავშვის თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის სურათები. იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით იყენებენ ბავშვი გაჯეტებს, ტვინში თეთრი ნივთიერების მოცულობის რაოდენობები იცვლებოდა: "ბავშვებს, რომლებიც სმარტფონს ან ტაბლეტს მშობლების მეთვალყურეობის გარეშე, დღეში ერთ საათზე მეტხანს იყენებდნენ, ტვინის ნაკლებად განვითარებული სტრუქტურები აქვთ", - წერია კვლევაში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები