რუსთავი-ლილოს გზაზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანი

რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე ავტოავარიას არასრულწლოვანი და შუახნის ქალი ემსხვერპლნენ. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.



1tv-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის, 11 წლის მოზარდი.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები