ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან
ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. წუხელ, ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი ხანძარი გაჩნდა,
რომელმაც სოფელ ფსხუს მიმდებარედ 10 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.

„ხანძარი ვრცელდება მაღალმთიან, ტექნიკისთვის მიუწვდომელ ადგილებში. მისი ჩაქრობა მხოლოდ სპეციალური ავიაციის საშუალებითაა შესაძლებელია“,- ნათქვამია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას თქმით, შესაძლოა, მათ დახმარებისთვის რუსეთს მიმართონ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები