დაბალი შემოსავალი სიკვდილის რისკს ზრდის
მაკს პლანკის საზოგადოების დემოგრაფიული ინსტიტუტის კვლევებით დამტკიცდა, რომ დაბალი შემოსავალი სიკვდილის რისკს ზრდის. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, როგორ მოქმედებდა ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი (განათლების, შემოსავლის დონე, სამსახურის არსებობა ან უმუშევრობა) სიკვდილიანობის რისკზე.

ანალიზს დაექვემდებარა 30-59 წლის ასაკის 27 მილიონი ადამიანი. გაირკვა, რომ უმუშევრობა ნაადრევი სიკვდილის რისკს 2-ჯერ ზრდიდა. მნიშვნელოვანი იყო შემოსავლის დონეც, განსაკუთრებით მამაკაცებისათვის.

მამაკაცებში განათლების დაბალი დონე სიკვდილიანობის რისკს 30%-ით ზრდიდა. სხვათა შორის ქალებში სიღარიბესა და ნაადრევ სიკვდილიანობას შორის ურთიერთკავშირი ნაკლებად იყო გამოხატული, თუმცა მუდმივი სამუშაოს არარსეობობა და განათლების დაბალი დონე ნაადრევი სიკვდილის
რისკს მათთანაც ზრდიდა.

წყარო: მკურნალი
Print