ლაგოდეხში ორი მაღაზია გაქურდეს - წაღებულია ჩარიცხვის აპარატი, ტკბილეული, სიგარეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს. წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებიც მაღაზიის მეპატრონეებს კითხავენ. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ მძარცველი შენობაში მთავარი კარიდან შევიდა.

დაკავებული ამ დროისთვის არავინაა.

წყარო: mtavari.tv
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები