ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ორი სასურსათო მაღაზია
გაქურდეს. წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, პროდუქტი, ტკბილეული,
თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებიც მაღაზიის
მეპატრონეებს კითხავენ. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ
მძარცველი შენობაში მთავარი კარიდან შევიდა.
დაკავებული ამ დროისთვის არავინაა.
წყარო: mtavari.tv