ძარცვის მიზნით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს
ძარცვის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, გვიან ღამით ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს.

შედეგად ჩამსხვრეულია შენობის კედლები და მინები. შენობაში დამონტაჟებული იყო ბანკომატი, საიდანაც სავარაუდოდ წაღებულია გარკვეული თანხა. როგორც ადგილობრივები ფიქრობენ, ფაქტი სწორედ ძარცვის მიზნით მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

წყარო: rustavi2.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები