ახლოლალოში მამა-შვილმა მეზობელი დედა-შვილი მოკლა
3 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, მარნეულის სოფელ ახლოლალოში დედა-შვილი მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1981 წელს დაბადებული ქალი და მისი 23 წლის შვილი მეზობელმა მამ-შვილმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო მოკლეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს - 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ - წერია შსს-ს განცხადებაში

ბრალდებული მამა-შვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებული შვილი არასრულწლოვანია. 

ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული მკვლელობის იარაღი, სანადირო თოფი.

მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები