რუსთავში ბავშვს მობილური გასტაცეს
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ბავშვს ტელეფონი გასტაცეს და დაალომბარდეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 10 წლის ბავშვს, როდესაც ის ეზოში, ფეხბურთის სტადიონზე იმყოფებოდა 24 და 20 წლის ბიჭებმა მობილური ტელეფონი მოტყუებით გამოართვეს და ადგილიდან მიიმალნენ. არსებული ინფორმაციით ტელეფონის საბაზრო ფასი 800 ლარს შეადგენს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ ახალგაზრდა მამაკაცებმა მობილური ტელეფონი ერთერთ ლომბარდში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დატოვეს.

მობილური ტელეფონის წართმევის შესახებ მალევე გაიგო ბავშვის მშობელმა, რომელმაც ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

ეჭვმიტანილები რუსთავის პოლიციამ მალევე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები