მარნეულელ რეპერს კორონავირუსი დაუდასტურდა
მარნეულელ რეპერს, აფიგ ნოვრუზოვს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად  გვერდზე გაავრცელა. ნოვრუზოვი წერს, რომ 13 დღეა კორონავირუსის გამო ცუდადაა. მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვირუსის არ შეეშინდეთ, თუმცა უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად იზრუნონ.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მეგობრებო, უკვე 13 დღეა კოვიდ-19 დამიდასტურდა და რთული დღეები მაქვს. საავადმყოფოში ვარ, ფეხზე ვერ ვდგები. ტყუილიაო არ თქვათ და ხუმრობა არ გეგონოთ. პანიკა საჭირო არაა. უბრალოდ თავი დაიცავით და ღმერთმა არ ქნას, თუ ავად გახდით, მაშინვე ექიმს მიმართეთ. არიან ადამიანები, რომლებიც ვირუსს სიმპტომების გარეშე ატარებენ, მაგრამ ყველას ორგანიზმი ერთი და იგივე არაა. დაიცავით თქვენი თავი და გარშემომყოფები. ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მოგცეთ!!“.

ჩვენ შევეცადეთ პირადად გავსაუბრებოდით მომღერალს, თუმცა ინტერვიუზე უარი განაცხადა. თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები