რუსთავში მამაკაცმა 7 ავტომობილი გაქურდა
რუსთავში მამაკაცმა 5 დღეში 7 ავტომობილი გაქურდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 40 წლამდე მამაკაცმა გაქურდა როგორც მსუბუქი ისე სატვირთო ავტომობილები.

მამაკაცი მარტო მოქმედებდა, ის აღებდა ავტომობილის ძრავის ხუფს და შემდეგ იპარავდა აკუმულატორს.

დაზარალებულების თქმით რუსთავის პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

მას ბრალი წაუყენეს და სასამართლომ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები